მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროექტი "დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად"

BM.GE
04.05.18 23:50
1831
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ტექნოპარკის ფაბლაბის ორგანიზებით გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ პროექტის "დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად" მეხუთე ნაკადის გუნდები, რომლებმაც ერთი თვის განმავლობაში ფაბლაბის დაზგა-დანადგარების დახმარებით შექმნეს სხვადასხვა პროდუქცია (სააზროვნო სათამაშოები, აქსესუარები, დეკორატიული ნივთები და სხვა). ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ პროექტის მონაწილე სტარტაპებს საშუალება მისცა იდეა ექციათ ბიზნესად და დაეწყოთ მცირე წარმოება სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიაში. პროექტის ფარგლებში მათ ჩაუტარდათ ტრენინგები მარკეტინგის, ბიზნეს მოდელის შექმნის და დიზაინის მიმართულებით. პროტოტიპირების პროცესში გუნდებს ფაბლაბის კვალიფიციური ტექნიკური სპეციალისტები დაეხმარნენ. აღსანიშნავია, რომ პროექტში სამი გუნდით წარმოდგენილნი არიან პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები. პროექტის მიზანია საქართველოში გაჩნდეს უფრო მეტი სტარტაპი და ინოვატორებს მიეცეთ საშუალება, იდეა აქციონ რეალურ ბიზნესად, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს ქართული წარმოების ზრდას და ტექნოლოგიების განვითარებას. გამოფენა-გაყიდვა მონაწილე გუნდებს საშუალებას აძლევს გაეცნონ მომხმარებლის მოთხოვნილებებს და განავითარონ ბიზნეს იდეა სწორი მიმართულებით.

სტუმარი: ანა დავლაშერიძე - ტექნოპარკის ფაბლაბის მენეჯერი