მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#პროფესიონალი ბექა ცერცვაძე

BM.GE
20.06.22 03:40
398
გასული კვირის უქმე დღეები ჩვენმა გუნდმა საფრანგეთის დედაქალაქში გაატარა. პარიზიდან პროფესიონალის გარეშე ვერც ნინი ლონგურაშვილი ჩამოვიდა და ვერც გიორგი ჟივიძე. პარიზის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში ქართველ ფლორისტს მიაგნეს, რომელიც წლებია ფრანგული მოდის სახლებისთვის თაიგულებს აწყობს.. ბექა ცერცვაძეზე ვსაუბრობთ, ვისი დამსახურებითაც ფრანგულმა ბიზნესმა ბექას მისვლის შემდეგ მეტი შემოსავალი აჩვენა და პარტნიორებს შორის შანელის მოდის სახლიც გამოჩნდა. კონფიდენციალურობის გამო სხვა მოდის სახლებს ვერ გვეუბნება, თუმცა რაც შეგვიძლია ფორბსის მაყურებელს გითხრათ, სხვა კონტრაქტებიც შანელის მასშტაბის ბრენდები აქვს დადებული. ბექა ცერცვაძემ ფლორისტობა ადგილზე ისწავლა და დღეს კრეატიული დირექტორის პოზიციაზეა.