მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#პროფესიონალი ფოტოხელოვანი - ლელი ბლაგანრაროვა

BM.GE
04.07.22 07:39
401
პროფესიანლის დღევანდელი გმირი - ნამდვილი პროფესიონალი ფოტოხელოვანია. მისი პროფესიონლაზმი აღიარებულია ქვეყნის საჯარო და ბიზნეს საზოგადების მიერაც. ფოტოხელოვნების ამ დარგს მუდმივად განახლებადი ენთუზიაზმითა და იდეებით უწყობს ფეხს. წლების წინ, 15 წლის ასაკში ფოტოგრაფიაში შეაბიჯა და პირველი კამერის, როგორც ახალი ტექნოლოგიური მიგნების მიმართ ინტერესმა საყვარელი საქმიანობაც აპოვნინა. ლელი ბლაგანრაროვას - ამ სახელი და გვარის გაგონებაზე, პირველი კადრები ადამიანებს 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომი ახსენდებათ, რადგან, მხოლოდ ლელი, ერთადერთი ქალი აღმოჩნდა მაშინ, ვინც გაბედა და რუსული ჭურვების ქვეშ საკუთარი პროფესიით და პროფესიონალიზმით ასახა ის რეალობა, რაც მაშინ გორში ხდებოდა. შემდეგ იყო ბევრი ფოტო - რომელიც ასევე მოექცა საქართველოს და მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.