მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფესიონალი რესტორატორი - იმედა ლონდარიძე

BM.GE
11.07.22 01:51
398
დიასპორის წარმომადგენლების ძიებას აქტიურად და წარმატებულადაც ვაგრძელებთ ამჯერად აშშ-ში მოღვაწე ერთ-ერთ ქართველ რესტორატორზე გიამბობთ, რომელიც ცოტა ხნით საქართველოს ეწვია. იმედა ლონდარიძე უკვე 16 წელია აშშ-ში პენსილვანიის შტატში, კერძოდ ფილადელფიაში ცხოვრობს და 2016 წლიდან სარესტორნე ბიზნესს ავითარებს. ამჟამად მის მფლობელობაშია ორი რესტორანი Georgian Bread Cuisine და Little Georgia. როგორც მან BMG-ს განუცხადა, თითო რესტორანში 10-დან 15 პერსონამდე ქართველს ასაქმებს. მისივე განმარტებით, სარესტორნე ბიზნესი ერთ-ერთი რთულად სამართავი აქტივია, რადგან მას ფულადი სახსრების სწორად განკარგვასთან ერთად, დიდი შრომა და დრო სჭრიდება. იმედა ლონდარიძის განმარტებით, აშშ-ში საქართველოსგან განსხავებით ბიზესს შედარებით მარტივად პირადი კაპიტალით იწყებენ და საწყისი კაპიტალის სესხება ბანკებიდან აღარ უწევთ.