13.მაისი .2021 12:26

Pulsar AI ავტოინდუსტრიის ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანიამ #SpinCar-მა შეისყიდა.

177
უკან

22 აპრილს შეთანხმება შედგა და ბოლო თვეების ალბათ ერთ ერთი ყველაზე პოზიტიური ამბავი გუშინ უკვე ღიად გაცხადდა - ავტოინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების ერთ-ერთმა ლიდერმა კომპანია SpinCar-მა ქართული სტარტაპი Pulsar AI შეიძინა. რამდენიმე ათეულმილიონიანი გარიგების შედეგად, Pulsar AI-ის ტენოლოგიების ინტეგრირება მოხდება SpinCar-ის პლატფორმაზე და პულსარის ყველა დასაქმებული განაგრძობს ტექნოლოგიის განვითარებას გლობალური კომპანიის გუნდთან ერთად.

დაჩი ჭოლაძემ და ზაალ გაჩეჩილაძემ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების შექმნა სხვადასხვა ფინანსური კომპანიებისათვის საქართველოში 2016 წელს დაიწყეს. წყვილს 2019 წლიდან სოფო ჭყოიძეც შეუერთდა და ერთად დააარსეს პულსარი, რომელმაც შექმნა მსოფლიოში მოწინავე Conversational AI-ის ტექნოლოგია. მათ ეს გამოუვიდათ.

სტუმარი: დაჩი ჭოლაძე - Pulsar Ai, თანადამფუძნებელი