27.ივლისი .2020 10:01

ქაფშიის ბაზრის კვლევა - მარიამ ქოიავა საქმიან დილაში

259
უკან

საქართველოში რომ ზღვის პროდუქტებით ისტორიული კერძები იშვიათობაა გასტრონავტები ამაზე ხშირად იყენებენ იმის არგუმენტად, რომ ქვეყანაში ზღვასთან მოსაზღვრეობის მიუხედავად ამ რესურსს ვერც წინაპრები იყენებდნენ ჯეროვნად. ამ მხრივ შესაძლებლობები ფაქტია არც ახლაა ათვისებული, არადა რესურსი არსებობს. ძალიან საინტერესო კვლევა მოამზადა საკონსულტაციო კომოანია სავიმ, თევზია ქაფშიას მოპოვების, მოთხოვნის, მიწოდების და გასაღების არსებულ თუ შესაძლო რესურსებზე.

ვითარება შემდეგია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესებული კვოტების გათვალისწინებით, 2012-2020 წლებში ქვეყანაში წელიწადში საშუალოდ 87,250 ტონა ნედლეულის მოპოვების შესაძლებლობა არსებობდა, აქედან კი, საშუალოდ მხოლოდ 75%-ია ათვისებული. რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის მიხედვით, ახალი (ან გაცივებული) ქაფშიის ექსპორტი 2014-2019 წლებში 26 ათას ტონამდე აღწევდა და მისი 100% თურქეთში განხორციელდა. აქტუალურია თევზის ფქვილისა და ქონის წარმოება და ექსპორტიც, რომლის უმეტესი ნაწილი ქაფშიაზე მოდის.

რა ვითარებაა და რა პოტენციალი ჩანს ქაფშიას მოპოვება გასაღების მიმართულებით?

სტუმარი: მარიამ ქოიავა - "SavvY", მმართველი პარტნიორი