24.ნოემბერი .2020 12:11

ქალი ფეხბურთელი Forbes-დან - ნინო პასიკაშვილი / #30UNDER30

130
უკან

საქართველოს და უკრაინის ჩემპიონი, სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის დასახელებული, კლუბის დამაარსებელი და ქალთა ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურანტი. ეს საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრების წევრის ნინო პასიკაშვილის წარმატების არასრული ჩამონათვალია, თუმცა თავად თვლის რომ მთავარი მიზანი ჯერ კიდევ სრულად არ არის მიღწეული, რომლის თანახმადაც, ქალთა ფეხბურთი ჩვენს ქვეყანაში უნდა განვითარდეს ისე, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებშია. ასევე ჩართულია ქალ ფეხბურთელებთან დაკავშირებით მენტალობის ცვლილებების პროცესში და ამისთვის არც შრომას, დროს და ენერგიას ზოგავს. მთავარი მოტივაცია კი ისევ გულშემატკივრებია, რომლებიც საქართველოში ეტაპობრივად იზრდება. თავად ნინოს წარმატებას კი ადასტურებს ფორბსის 30 წლამდეთა სიაში მოხვედრა, სადაც ის სპორტის კატეგორიის ერთ ერთი გამარჯვებულია.

სტუმარი: ნინო პასიკაშვილი - საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი.