მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ენერგეტიკა - 2020

BM.GE
17.01.20 18:42
812
თბოსადგური გარდაბანი 2 დღეს ოფიციალურად გაიხსნა. თბოსადგური იმპორტირებულ გაზზე მუშაობს, თუმცა ეს სოციალური გაზია, რაც იმას ნიშნავს, რომ შედარებით იაფია და მეორე მხრივ, წარმოებული ელექტროენერგიის შენახვაა შესაძლებელი და მაშინ გამოყენება, როცა ეს ყველაზე მეტად დაგვჭირდება. ამ თავისებურებების გათვალისწინებით, თბოსადგური უფრო მნიშვნელოვანია ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით, ვიდრე ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ენერგოდამოუკიდებლობას რაც შეეხება, რიცხვები აქაც ნათლად აჩვენებს, რომ იპორტირებული ელექტროენერგიის უდიდესი წილი რუსეთზე მოდის. როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, მხოლოდ ამ ერთ ახალ თბოსადგურს შეუძლია მთელი ქვეყნის მოხმარების 10% და თბილისის მოხმარების 70% თავის თავზე აიღოს, თუკი ეს საჭირო გახდება. რას აჩვენებს უფრო ფართო სურათი?