13.მაისი .2021 09:35

ქართული ღვინის ხარისხს საერთაშორისო ექსპერტები შეამოწმებენ - მეღვინის პოზიცია

130
უკან

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან მეხუზლას განცხადებით, თვის ბოლოდან კერძო კომპანიების მოთხოვნით, ქართული საექსპორტო ღვინის შემოწმების პროცესში დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან. საუბარია ისეთ აუდიტორიებზე, როგორიცაა შვეიცარიული SGS-ი და ფრანგული Bureau Veritas-ი. 2021 წლის პირველ კვარტალში 7 კომპანია შემოწმდა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს. 10 კომპანიაში კი საინსპექციო კონტროლი განხორციელდა, აქედან ერთ კომპანიას უარი ეთქვა პროდუქციის ექსპორტის განხორციელებაზე.

სტუმარი: იაგო ბიტარიშვილი - "იაგოს ღვინო", დამფუძნებელი