მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ღვინო მონაკოში

BM.GE
02.07.21 09:46
551
რამდენიმე კვირის წინ, მონაკოში, კომპანია “ასკანელისა” და მისი დამფუძნებლის, გოჩა ჩხაიძის ორგანიზებით, ქართული ღვინო საერთაშორისო ექსპერტებსა და მსოფლიოს წამყვან მეღვინეებს გავაცანით. რთულია იმის თქმა თუ რა იყო აქამდე და რა ინფორმაციას ფლობდნენ ჩვენზე, თუმცა ახლა დაზუსტებით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ თავი არა თუ გავაცანით, მეტიც დავამახსოვრეთ. შეხვედრისას მკვეთრად გაესვა ხაზი ქართული ღვინის უნიკალურობასა და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდებს. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს უძველესი ტრადიციები და ღვინის კულტურა ეროვნულ იდენტობასთანაა გაიგივებული. რომ უძველესი დროიდან მოყოლებული, საქართველო ცნობილია, როგორც ყურძნისა და ღვინის ქვეყანა, ხოლო ტრადიციული ქართული ღვინო რთულად წარმოსადგენია ქვევრის გარეშე.