მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული მოცვის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა

BM.GE
25.05.22 11:53
470
გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ბრიტანეთის უმსხვილესი კომპანიის, Fresh Produce Consortium-ის ორგანიზებით, ონლაინ ვებინარი გაიმართა ბრიტანეთის ბაზარზე ქართული მოცვის იმპორტის შესაძლებლობების შესახებ. 

ბრიტანული ასოციაცია ქართულ მოცვზე წერს და აღნიშნავს, რომ საქართველო ის ქვეყანაა, სადაც მოცვის წარმოებისა და ექსპორტის ზრდის დიდი პერსპექტივაა. მათივე შეფასებით, საქართველოში მოცვის არაერთი თანამედროვე და კარგად აწყობილი მწარმოებელ-ექსპორტიორია. 

სტატიაში ავტორი მიმოიხილავს მოცვის მწარმოებელ ექვს ქართულ კომპანიას და აღნიშნავს, რომ ქართველი მომწოდებლების აზრით, მათ აქვთ რეალური პოტენციალი, გახდნენ ახალი მნიშვნელოვანი მოთამაშეები გლობალურ ბაზარზე.

მწარმოებლები მიიჩნევენ, რომ 2024 წლისთვის საქართველოში მოცვის მთლიანი წარმოება გაშლილი იქნება 1500 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე. ეს გაშენებული ტერიტორია ყოველწლიურად, მინიმუმ, 15,000 ტონა ახალი მოცვის მოსავალს მოიტანს. 

როგორც ავტორი აღნიშნავს, დიდ ბრიტანეთში მოცვის მოხმარება სულ უფრო იზრდება. მოცვი მთლიანობაში მეორე ადგილზეა დიდ ბრიტანეთში იმპორტირებული ახალი ხილის ხუთეულში და 2011-2020 წლებში მოცულობის თვალსაზრისით ყოველწლიურად 7% -ით იზრდება. 

ქართული მოცვის ექსპორტიორებმა ბაზრის დივერსიფიკაციის მიმართულებით მუშაობა გააძლიერეს. როგორც ცნობილია, ჯერჯერობით ყველაზე დიდი რაოდენობით ქართული პროდუქტი რუსეთის ბაზარზე გადის. როგორც ბაღდათელი მეწარმე, კომპანია ,,აგროლეინის“ დირექტორი გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, ექსპორტის მთავარი გამოწვევა, ევროპის ბაზარზე პოზიციების გამაგრებაა, რის იმედსაც ქართული მოცვის ხარისხი იძლევა. 

სტუმარი: გიორგი ღვინიაშვილი - "აგროლაინი", დირექტორი.