მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული საბრენდე სპირტი ექსპორტზე

BM.GE
13.09.19 23:52
1079
თუ ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა შედგა, მაშინ ამერიკის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებამდე შეიძლება გამოჩნდეს კიდევ ერთი ახალი ქართული პროდუქტი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მიმართულებით. ამასთან, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული საბრენდე სპირტი ექსპორტზე ამერიკაში გავა. პროდუქტის ხასიათსა და მარკეტინგზე უკვე მუშაობს ამერიკელი სპეციალისტებით დაკომპლექტებული გუნდი, ხოლო ამერიკაში და კონკრეტულად ტექსასის შტატში ბოლეროს პროდუქციის გატანაში რეალურ მხარდაჭერას უკვე საკანონმდებლო დონეზე კომპანიას ტექსასის შტატის სახელმწიფო წარმომადგენელი ჰპირდება.