მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული სადაზღვევო ბაზრით საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფი Global Benefits Group დაინტერესდა

BM.GE
29.03.17 18:43
1723
საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია "გლობალ ბენეფიტს გრუპი" საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. "გლობალ ბენეფიტს ჯორჯია" ინოვაციური პროდუქტებით აპირებს საქართველოს ბაზრის ლიდერი სადაზღვევო კომპანიების ჩამონათვალში მოხვედრას და თავის მომხმარებლებს მომსახურების მრავალფეროვან სპექტრს სთავაზობს. კომპანიამ თავის მომხმარებლებს წარუდგინა ბარათი საზღვრების გარეშე, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მუშაობს და შესაბამისი სადაზღვევო პაკეტის ქონის შემთხვევაში ამ დაზღვევით სარგებლობა მსოფლიოს საუკეთესო და მაღალპროფილურ სამედიცინო დაწესებულებებშიც შეგეძლებათ. რაც შეეხება ბიზნეს რისკების დაზღვევას, ახლად შექმნილი კომპანია თავის კლიენტებს ანალიზსა და მათი ბიზნესის კონკრეტულ სფეროებზე მორგებულ სადაზღვევო პაკეტებს შესთავაზებს. "გლობალ ფენეფიტს ჯორჯიას" კვალიფიციური მენეჯერების მომსახურებითა და უნივერსალური სადაზღვევო სერვისებით სარგებლობა მსურველებს უკვე შეუძლიათ.