17.თებერვალი .2021 09:24

ქართული სმარტ-ბრაუზერი Stack-ი - TechCrunch-ის ერთ-ერთი ფავორიტი

675
უკან

ამერიკულმა გავლენიანმა ტექნოლოგიურმა გამოცემამ TechCrunch, რომელიც მაღალტექნოლოგიური კომპანიებისა და სტარტაპების შესახებ სიახლეებს აშუქებს, 500 Startups-ის აქსელერაციის პროგრამაში მონაწილე ფავორიტი კომპანიების ჩამონათვალში ქართული სმარტ ბრაუზერი Stack დაასახელა, რომელმაც 500 Startups-ის პროგრამაში გასულ წელს ხუთ ფინალისტს შორის დაიკავა ადგილი. Stack პირველი ქართული სმარტ-ბრაუზერია, რომელიც ინტერნეტში მუშაობას ბევრად ეფექტიანსა და მოქნილს ხდის. მისი მოქმედების პრინციპი მარტივია — ბრაუზერის stack-ებში (დასტებში) სხვადასხვა აპლიკაცია ხარისხდება, რაც ინტერნეტში მუშაობის სრულიად ახლებურ გამოცდილებას აყალიბებს. სტარტაპმა გასულ წელს სხვადასხვა დაფინანსებებთან ერთად $850 000-ის ღირებულების ინვესტიციაც მოიზიდა.


სტუმარი: გიორგი ლალიაშვილი - Stack, თანადამფუძნებელი