მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძელდება

57776e067453a
BM.GE
02.07.16 11:29
1346
რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ძლიერი ინტერესის გათვალისწინებით და პროგრამაში მათი მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით„რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძელდება.
 
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაეცემათ სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, რომლებიც აღჭურვილი იქნება ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნითგადაეცემათ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა.კოოპერატივები,ასევე მიიღებენტექნიკურდახმარებასტრეინინგებისსახით.

სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია დისტანციურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ -გვერდზე www.acda.gov.ge

სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს.