მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული თაფლის ექსპორტის პერსპექტივა

BM.GE
14.02.20 11:55
821
"ბოლო კვლევებით თაფლში ანტიბიოტიკების ნარჩენები 54%-დან 8%-მდე შემცირდა"- ასეთია ორგანიზაცია მერსი ქორფსის დასკვნა. კერძოდ  სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რიგის ლაბორატორიაში გაგზავნილი 99 ნიმუშიდან მხოლოდ 8%-ში აღმოჩნდა აკრძალული ანტიბიოტიკების ნარჩენები.  "აღნიშნული მიღწევა მნიშვნელოვანია, როგორც თაფლის მომხმარებლების უფლებების კუთხით, ასევე, ხელს შეუწყობს ქართული თაფლის ექსპორტს. საერთაშორისო რეგულაციებით ", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  ამასთან, როგორც მერსი ქორფში აცხადებენ აუცილებელია რომ თაფლმა დააკმაყოფილოს გარკვეული სტანდარტები, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი თაფლის უვნებლობაა.

სტუმრები: ირინა ლორთქიფანიძე - საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თანათავმჯდომარე;
ანა გემაზაშვილი - სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე