29.აპრილი .2021 09:12

ქართული ტანსაცმელი საექსპორტო პროდუქციის ათეულშია

318
უკან

ქართული ტანსაცმელი საექსპორტო პროდუქციის ათეულშია. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტრიკოტაჟის ექსპორტი 35,3%-ით გაიზარდა, რითაც 10 მთავარ საექსპორტო სასაქონლო ჯგუფში მოხვდა. სამკერვალოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ქართული ტრიკოტაჟის პოტენციალი ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიდია.