მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ქართუს” შვილობილის ცათამბჯენების პროექტი

BM.GE
20.01.23 09:46
329
თბილისის ცენტრში, გმირთა მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი უძრავი ქონების პროექტის განხორციელება იგეგმება. საქალაქო ურბანულ სამსახურს, “ქართუ ჯგუფში” შემავალმა კომპანია “კოსტავას 69”-მა უკვე წარუდგინა პროექტი, რომლითაც აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა იგეგმება. ამონაწერის მიხედვით, "კოსტავას 69" საქველმოქმედო ფონდ "ქართუს" შვილობილია. უშუალოდ პროექტის დეველოპმენტში კომპანია Hausart-ი არის ჩართული.არქიტექტურული ნახაზების მიხედვით, პროექტი ორი ცათამბჯენისგან შედგება, რომლიდან ერთის სიმაღლეც მაქსიმუმ 65 სართულით არის განსაზღვრული. განაშენიანების რეგულირების გეგმისა და არქიტექტურული პროექტების დამტკიცების შემთხვევაში ეს ქალაქში ტელეანძის შემდეგ ყველაზე მაღალი ნაგებობა იქნება. პროექტის თანახმად, მრავალფუნქციური კომპლექსის მოცულობა 155,588 კვადრატული მეტრი იქნება. მუნიციპალური სამსახურისთვის გაგზავნილ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაში ივანიშვილის კომპანია k2 ზონალური პარამეტრების გაზრდას მოითხოვს. ამასთანავე, სარეკრეაციო ზონის სტატუსის ცვლილებას.