26.ოქტომბერი .2021 10:36

ქართველი დიზაინერების შანსი - სად იქნება წარმოდგენილი საქართველოში შექმნილი სამოსი?

306
უკან

ამჟამად ქართველი დიზაინერების კოლექციები წარმოდგენილია მოცემულ სექტორში მსოფლიოს 5 წამყვან ქალაქში: პარიზი, მილანი, შანხაი, ლონდონი და სინგაპური. ამბავი კი “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში დაიწყო, რომელმაც 10 ქართულ ბრენდს 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის მოდის კვირეულის თანმდევ ღონისძიებებში მონაწილეობაში შეუწყო ხელი. ახლა უცხოეთის ბაზრებზე ქართული კომპანიების მიერ შექმნილ პროდუქტს ე.წ. ბაერები აფასებენ და მალე ქართველი დიზაინერები უცხოეთის ბაზრებიდან მიღებულ შედეგებს ელოდებიან.