მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აგროსიმამ" აგრარული დარგის წარმომადგენლებს საკუთარი პროდუქცია წარუდგინა

BM.GE
10.04.23 09:16
375
მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზატორმა კომპანიამ, "აგროსიმამ", აგროსფეროს წარმომადგენლებს საკუთარი პროდუქცია გააცნო. კომპანია მცენარეთა დაცვის საშუალებების იმპორტს იტალიიდან, ესპანეთიდან და ასევე აშშ-დან ახორციელებს და ფერმერებს 37 დასახელების როგორც ქიმიურ, ასევე ბიო პესტიციდებსა და აგროქიმიკატებს სთავაზობს. მათ შორის: სათესლე მასალებს, ჰერბიციდებს, ნიადაგის სასუქებსა თუ მცენარეთა კვების საშუალებებს. როგორც კომპანიის დამფუძნებლები განმარტავენ, „აგროსიმაში" წარმოდგენილი ყველა პესტიციდი ევროპული სტანდარტების სრული დაცვითაა დამზადებული და საერთაშორისო სერტიფიკატს ფლობს.