მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აკრძალული" გარევაჭრობა ნავთლუღის ბაზარში

BM.GE
18.01.22 13:04
294
მიუხედავად იმისა, რომ გარე ვაჭრობა აკრძალულია, უნებართვო საქმიანობა ნავთლუღის ბაზარში დღემდე ხდება. საქმიანი დილას გადამღები ჯგუფი გუშინ მოვაჭრეების პრობლემების გასარკვევად ბაზარში მივიდა. ბაზრის შიდა ტერიტორიაზე მომხმარებლების სიმცირეზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ. ნაკლები მყიდველი ერთის მხრივ გაძვირებული პროდუქტის გამოა, თუმცა დამატებით პრობლემას გარე მოვაჭრეები ქმნიან. საქმიან დილას ეუბნებიან, რომ მომხმარებლების უმეტესობა ბაზარში აღარ შედის, რადგან მყიდველს გარეთ, უნებართვოდ გამოსული მოვაჭრეები აჩერებენ.