მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ ეკონომიკურ მდგომარეობაში რუსი ტურისტები გვჭირდება" - ირაკლი უგულავა საქმიან დილაში

BM.GE
20.04.21 11:48
362
რუსეთი, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთთან საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვებს აწესებს. ეს გადაწყვეტილება რეალურად ძალიან საინტერესოდ დაემთხვა დროში თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრას, რომლის დროსაც თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარი დაუჭურა და შესაბამისად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს არის კრემლის მიერ თურქეთზე ზეწოლის განხორციელების ერთ-ერთი მექანიზმი და მცდელობა. ფაქტია, ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც რუსეთი ასეთ ხერხებს მიმართავს როგორც თურქეთთან ასევე საქართველოსთან მიმართებით, თუმცა თურქეთზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 15 აპრილს ამოქმედდა და 1-ელ ივნისამდე დარჩება ძალაში, სავარაუდოდ გაზრდის საქართველოში რუსი ტურისტების შემოდინებას და როგორ უნდა დავხვდეთ მათ? 

სტუმარი: ირაკლი უგულავა - გეოსაინფორმაციო ინჟინერიის სპეციალისტი და ჯეოლენდის დამფუძნებელი