06.მაისი .2021 12:00

"არაეფექტიანი პროფესიული განათლება" - სახელმწიფო აუდიტის ანგარიში

224
უკან

შრომის ბაზართან შეუსაბამო და არაეფექტიანი პროფესიული განათლება –აუდიტის დასკვნის მიხედვით, რომელიც 2018-2020 წლის პერიოდს მოიცავს ნათქვამია, რომ 2013 წლის შემდეგ პროფესიული განათლების პროგრამების თავსებადობის ნაკლოვანებები შრომის ბაზრის მოთხოვნებთან კვლავ პრობლემად რჩება. სპეციალობით, მხოლოდ კურსადამთავრებულთა მესამედი ახერხებს მუშაობას, საგანამანათლებლო პროგრამები კი, შრომის ბაზრის მოთხოვნებს არ პასუხობს.

მთავარი მიზეზი, რის გამოც მოთხოვნა და მიწოდება აცდენილია უკავშირდები ზოგად კვლევებს, სადაც არ არის წარმოდგენილი ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა საჭიროებები დგას რეგიონების მიხედვით. ასევე მთავარ მიზეზებს შორის სახელდება ისეთ სპეციალობებზე კადრების გადამზადება, რომლებზე მოთხოვნაც პროფესიული განათლების მქონე პირების დამსაქმებლებს ნაკლებად გააჩნიათ, მაგალითად ბიზნესის ადმინისტრირება. შესაბამისად, ასეთი მიმართულებით კადრების დასაქმების მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალი, ხოლო სამინისტროს მიერ ყოველწლიურად გაწეული ხარჯი, დაახლოებით, 2,492,000 ლარი − არაეფექტიანია. პარალელურად კი, არსებობს მიმართულებები, რომლებიც მოთხოვნადია ბაზარზე, თუმცა პროფესიული სასწავლებლების მიერ ნაკლებად ხორციელდება პროგრამების შეთავაზება, მაგალითად მშენებლობის და ავტომომსახურების სექტორი.

სტუმრები: სოფიო დვალიშვილი - თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;
მათე ტაკიძე - კოლეჯი "სპექტრი” დირექტორი