23.ივნისი .2022 10:29

"არქიმ" 1 დღეში 151 ბინა გაყიდა - რა ხდებოდა 18 ივნისს არქიში?

157
უკან

საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე ბინების გასაყიდმა ფასმა მიმდინარე წელს 2021 წლის დონეს ყველა რაიონში გადააჭარბა. "თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებულ საცხოვრებელი უძრავი ქონების მაისის თვის მიმოხილვის მიხედვით, ბინების გასაყიდი ფასის ყველაზე მაღალი ზრდა ყოველწლიურად ვაკეში ფიქსირდება (+35%), რასაც მოჰყვება გლდანი (+28%) და ჩუღურეთი (+25%). 

რაც შეეხება ბინების გაქირავების ღირებულებას, 2022 წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქირა გაორმაგდა და +101.4% შეადგინა. ქირავნობის სარგებელმა კი - 11.4% შეადგინა, რაც 2021 წლის მაისს პერიოდს 4.6%-ით აღემატება. მაისში ბინების ქირის ღირებულება თბილისის მასშტაბით ყველაზე მეტად ისანში (14,2%), დიდი დიღომში (13,9%) და სამგორში (12,3%) გაიზარდა. რაც ერთი მხრივ დამქირავებლებისთვის პრობლემაა შეიძლება, მაგრამ მეორე მხრივ უძრავ ქონებაში ინვესტირების სურვილს ზრდის. 

არქის ივნისში რეკორდული დღე ჰქონდა. 18 ივნისს გამოცხადებულ დიდი ფასდაკლების დღეზე არქელების ოჯახს 151 ახალი არქელი შეემატა.

სტუმარი: შიო ხეცურიანი - "არქის" გენერალური დირექტორი;