მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აწარმოე საქართველოში" - ახალი ამოცანები

BM.GE
07.04.20 10:45
1150
მთავრობა აქტიურ კომუნიკაციაშია ყველასთან ვინც გამოწვევის საპასუხო შეთავაზებას ამზადებს და მათთანაც ვინც თავად არის დღეს პრობლემების წინაშე.

2019 წლის სექტემბერში პროგრამის აწარმოე საქართველოს ფარგლებში და დახმარებით დაფუძნებული კომპანია „დოქტორ გუდსი“, რომელიც საოპერაციო ნაკრებს, ქირურგიულ ხალათებსა და კომბინიზონებს აწარმოებს დასაქმებულთა რაოდენობას 5 დან 70 მდე ზრდის. ეს ერთი მაგალითია იმისა, ადგილობრივმა წარმოებამ კრიზისულ პერიოდში დეფიციტური და ამავე დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტით მომარაგების უზრუნველყოფა რომ შეძლო. თუმცა ვერც მხოლოდ ერთი დაწარმო და არც მხოლოდ ეს ერთი მიმართულება იქნება საკმარისი, იმ გამოწვევების საპასუხოდ რაც პანდემიის ამოწურვის შემდეგ რჩება. სააგენტოს ხელმძღვანელმა არსებული და დამტკიცებული სამოქმედო სტრატეგიის შეცვლა რამდენიმე კვირის წინ უკვე დაანონსა, დღეს რა ეტაპზეა სამუშაოები თუ გამოიკვეთა სფეროები, რომელიც ამ პროგრამის ფარგლებში იქნება გასაკუთრებით მხარდაჭერილი და რამდენად აქტიურია ბიზნესი, მათ შორის სასტუმრო ბიზნესის სესხის თანადაფინანსების პროექტის გამოყენების მხრივ.


სტუმარი: მიხეილ ხიდურელი - "აწარმოე საქართველოში", ხელმძღვანელი