21.ნოემბერი .2021 15:38

"აწარმოე საქართველოში" ექსპორტის სიახლეები - ინტერვიუ მიხეილ ხიდურელთან

166
უკან

ქართული ღვინო, თაფლი, თხილეული და ძირტკბილა - ეს ის პროდუქტებია, რომელმაც უცხოელი მსხვილი შემსყიდველებისგან ყურადღება ამ ჯერზე Anuga 2021-ზე დაიმსახურა. ჯერ ისევ მიმდინარე კვირაში სააგენტოს აწარმოე საქართველოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ საკვები და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენის - Anuga 2021 დასრულებიდან ერთ თვეში, რომელზეც 16 კომპანია იღებდა მონაწილეობა , ქართულ კომპანიებთან 3.7 მილიონი ლარის საექსპორტო ხელშეკრულებები გაფორმდა. ამ ამბის საჯაროდ გაცხადების შემდეგ ჩვენც მოგვეცა მიზეზი კიდევ უფრო მეტი მოგვეკითხა მიხეილ ხიდურელისგან. ჯერ ისევ დისტანციურ კოვიდურ ფორმატში კომუნიკაციას ვინარჩუნებთ, თუმცა ტრადიციულად ამბების გაზიარებას არ დაგვზარდა სააგენტოს ხელმძღვანელი და მიხეილ ხიდურელთან ინტერვიუს გთავაზობთ შედეგებზე და გეგმებზე, რომელიც მისივე თქმით, ექსპორტის გასაზრდელად არ ჩერდება.