მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Belavia" ფრენების სიხშირეს ზრდის

BM.GE
06.11.19 09:47
1092
2019 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია Belavia ბელარუსსა და საქართველოს შორის ფრენების სიხშირეს ზრდის. 20 დეკემბრიდან ავიაკომპანია მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე კვირაში 2 სიხშირეს დაამატებს და 2020 წლის 28 მარტამდე ფრენებს კვირაში 11 სიხშირით შეასრულებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია Belavia-ს გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის შესრულების ნებართვა 2019 წლის 1 ნოემბერს მიანიჭა.