მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიომარნის" საფერავი 5 საუკეთესო ღვინოს შორის - "პირდაპირ კახეთიდან"

BM.GE
20.05.21 10:29
867
დღევანდელი საქმიანების ისტორია 14 წლის წინ იწყება. როცა 5-მა ახლობელმა, მეგობარმა მართლა საქმიანმა ხალხმა საკუთარი თავისთვის, პირადი მოხმარებისთვის ღვინის დაყენება გადაწყვიტა. კრიტერიუმები უმაღლესი იყო ისე როგორც შემადგენლობას ეკადრებოდა. ბიოღვინის შექმნის იდეამ ბიომარანი შექმნა. ბიომარანი სახელადაც შერჩა, ბრენდირებაზე ჯერ როგორც ჩანს არ უფიქრიათ, როგორც გითხარით მიზანი სულ სხვა იყო, მაგრამ როცა საქმეს ხელს პროფესიონალები კიდებენ შედეგი აუცილებლად დგება. 

The Morning Claret-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა, ბესთსელერის „ქარვისფერი რევოლუცია“ ავტორმა საიმონ ვულფმა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ღვინის ერთ-ერთ საუკეთესო შემფასებლად ითვლება, 2020 წლის შემაჯამებელ სტატიაში მკითხველს ხუთი ღვინო გააცნო, საიდანაც ერთი ქართული ღვინო - 2016 წელს წარმოებული საფერავია. "ოჯახური ტიპის მეღვინეობის "ბიომარანი"-ის საფერავი "ნამდვილი ვარსკვლავი" და სრულიად განსაკუთრებულია" - წერს საიმონ ვულფი.