02.მარტი .2021 18:32

"დარგი კომუნიკაციების კომისიასთან დიდ ჩიხშია შესული”

148
უკან

“დღეს წარმოუდგენელი დაპირისპირებაა დარგსა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შორის - ამის შესახებ განცხადება დაგრობრივი ეკონომიკისა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კომპანია მაგთიკომის მეწილემ ირაკლი რუხაძემ გააკეთა. მისი თქმით, დღეს დარგი ამ ორგანიზაციასთან დიდ ჩიხშია შესული. ანალოგიური განცხადება გააკეთა სხდომაზე კომპანია მაგთის დამფუძნებელმა. შეგახსენებთ: დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილ კანდიდატებს მოუსმინა და სხდომის ბოლოს 6 კანდიდატიდან ორ მათგანს დაუჭირა მხარი. კომიტეტმა 9 ხმით - ნათია კუკულაძეს, 8 ხმით კი ეკატერინე იმედაძეს დაუჭირა მხარი.