მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ფერმიდან მომხმარებლამდე"- ბაზრებთან წვდომის გამოწვევები და შესაძლებლობები

BM.GE
02.06.22 13:03
378
17 ივნისს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის, თიბისი ბანკის, რითეილ ასოციაციისა და აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით კონფერენცია „ფერმიდან მომხმარებლამდე“ ჩატარდება, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, USAID-ის ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი და სხვა ოფიციალური სტუმრები დაესწრებიან. 

ღონისძიების მიზანია, ერთმანეთს შეხვდნენ საქართველოში აგრო სასურსათო წარმოების ჯაჭვში ჩართული სხვადასხვა სექტორები, რომლებიც პანელური დისკუსიების დროს ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებთან წვდომასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ. 

კონფერენცია ორი ნაწილისგან შედგება: 1)აგროსასურსათო პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე; 2) აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი;

ღონისძიებაზე მეწარმეები თავიანთ პროდუქციასა და შესაძლებლობებს გააცნობენ რითეილ ასოციაციის წევრებს რომლებიც კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას. 

სტუმრები: მირანდა მანჯგალაძე - რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე;
ვერიკო ხომერიკი - Usaid-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტების ანალიტიკოსი.