მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში" განახლებული ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა

BM.GE
26.11.21 12:53
792
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განახლებული ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი ერთ სივრცეში 17 მიმართულებით სამედიცინო სერვისებს აერთიანებს რომელიც სრულ ლაბორატორიულ და მაღალტექნოლოგიურ რადიოლოგიურ კვლევებს უზრუნველყოფს. ახალი ცენტრის გახსნასთან ერთად საავადმყოფოს „მწვანე ჰოსპიტლის“ სტატუსი მიენიჭა.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში განახლება ამით არ დასრულებულა. სამედიცინო სფეროში 45-წლიანი ისტორიის მქონე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო საქართველოში ერთადერთი მესამე დონის რეფერალური ცენტრია და კლინიკურად ყველაზე მძიმე პედიატრიულ სეგმენტს მართავს.

სტუმარი: ეკატერინე ქავთარაძე - "ევექსი ჰოსპიტლების" გენერალური დირექტორის მოადგილე;