მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კომენდანტის საათი", ჯერჯერობით, არ უქმდება - გადაწყვეტილებები, რომლებიც უწყებათშორისმა საბჭომ დღეს მიიღო

BM.GE
25.05.21 15:36
667
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გაიხსნება. როგორც საბჭოსთან არსებული ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძე სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, სახმელეთო საზღვრით ქვეყანაში შემოსვლისას პირს რეკომენდირებულია ჰქონდეს დაზღვევა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში კოვიდ ხარჯებს დაფარავს. ასევე, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთაც ქვეყნის საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული პისიარ ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი.