მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაკდონალდს საქართველო" პურ-ფუნთუშეულის სექტორში უმსხვილეს ინვესტიციას ახორციელებს

BM.GE
14.06.21 09:55
730
რამდენიმე კვირაში, მაკდონალდს საქართველო უმაღლესი სტანდარტის საწარმოს ხსნის და ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რა მასშტაბის კონტრიბუცია აქვს კომპანიას საქართველოს ეკონომიკაში. მხოლოდ 2019 წელს კომპანიის მიერ განხორციელებულმა ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 12 000 000 ლარი შეადგინა. მაკდონალდსის საინვესტიციო პროექტები პანდემიის პერიოდშიც არ გაჩერებულა — კომპანიამ გასულ წელს კიდევ ორი ახალი ფილიალი გახსნა. წელს კი კიდევ ერთი 26 მილიონი ლარის ინვესტიციით კვების ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს აწესებს და პურ-ფუნთუშეულის საწარმო ბრედფილდს ხსნის. როგორია ევროპული სტანდარტების ულტრათანამედროვე ტექნიკითა აღჭურვილი ქარხანა რომლის დახმარებიტაც არა თუ იმპორტის ჩანაცვლება მოხდება, არამედ საექსპორტო ბაზრებზეც გავა.

თენგიზ კაპანაძე - "მაკდონალდს საქართველო", გენერალური დირექტორი;