13.თებერვალი .2020 09:46

"მაკდონალდს საქართველოს" და HAVI-ს გეგმები საქართველოში

344
უკან

„მაკდონალდს“ საქართველო მსოფლიოში აღიარებულ საერთაშორისო კომპანია HAVI ლოგისტიკთან გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მაკდონალდსის რესტორნების ქსელის მომარაგების მართვას კომპანია HAVI უზრუნველყოფს. შეთანხმება და პარტნიორული ურთიერთობის ხელშეკრულება მხარეებმა უკვე გააფორმეს. ოფიციალური ნაწილის დასრულება და საზეიმო წარდგენა კი იმის ნიშანია, რომ 45 წლიანი გამოცდილების HAVI ქართველ მომხმარებლამდე პროდუქტის ლოგისტიკას ისეთივე რეპუტაციით და საიმედოობით უზრუნველყოფს, როგორც დანარჩენი მსოფლიოს 100 მდე ქვეყანაში.


HAVI ლოგისტიკი საერთაშორისო კომპანიაა, და 1974 წლიდან 100 ზე მეტ ქვეყანაში 10 000 მდე დასაქმებულს აერთიანებს. ამ რიცხვებში მალე საქართველოც თავის წილს მიითვლის და ამაში მათი პარტნიორი ნამდვილად საერთაშორისო სტანდარტის ყველა კრიტერიუმის შესაბამისი და შესაფერი პარტნიორი მაკდონალდს საქართველო ეყოლებათ.


სტუმრები: კრისტიან ნოვაკი - East Europe HAVI, უფროსი ვიცე-პრეზიდენტი;
თენგიზ კაპანაძე - "მაკდონალდს საქართველო", გენერალური დირექტორი