12.თებერვალი .2020 18:34

"მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საკრედიტო პირობები უფრო მკაცრია საქართველოში" - #USAID

154
უკან

ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ძირითადი პრობლემაა საქართველოში მოქმედი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ამის შესახებ USAID Georgia-ის მისიის დირექტორი აცხადებს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ფორუმზე, რომელიც USAID-ის ორგანიზებით გაიმართა საქართველოში. ფორუმი საჯარო და არასამთავრობო ორგანიზაციების დაინტერესებული პირებისთვის გაიმართა და განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა კაპიტალსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის საკითხები USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების პროგრამის პრიორიტეტულ სექტორებში. ასევე მათი ზეგავლენა სამუშაო ადგილების შექმნასა და ინვესტიციების და შემოსავლების ზრდაზე.