მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მებარათის დღე" საქართველოში

BM.GE
13.06.22 10:32
391
2018 წლის 11 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციაში გაატარა არასამეწარმეო იურიდიული პირი - საქართველოში ელექტრონული გადახდების განვითარების კლუბი. ამით მებარათეებმა საფუძველი ჩაუყარეს ოფიციალურ ორგანოს, რომლის ძირითადი მიმართულება იქნებოდა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე უნაღდო გადახდების განვითარების ხელშეწყობა, უნაღდო ანგარიშსწორების პოპულარიზაცია, სემინარების, კონფერენციების, ტრეინინგების და სხვა საჯარო ღონისძიებების ორგანიზება, ელექტრონული გადახდების სფეროში არსებული საერთო პრობლემების ანალიზი და მის გადაჭრაში მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის მოქმედების სფერო მოიცავს მთლიანად ელექტრონულ გადახდებს, მებარათეთა დღე მაინც დარჩა სიმბოლურად ძველი დასახელებით, რომელსაც ყოველწლიურად აღნიშნავენ, წელს, ღონისძიება შატო მუხრანში ჩატარდა.