მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მესამე ტალღა უკვე დაწყებულია"

BM.GE
06.04.21 15:00
1157
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. "ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. თავს კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი Facebook-ის გვერდზე. რაც შეეხება ზოგად ეპიდსიტვაციას, ბოლო 24 საათში საქართველოში 24 592 ტესტი ჩატარდა. ინფიცირებულთა მაჩვენებელმა - 897-ით, ხოლო გამოჯანმრთელებულების რიცხმვმა 196-ით მოიმატა. გარდა ამისა, ვირუსისგან ბოლო 24 საათში 10 მოქალაქე გარდაიცვალა. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დამძიმების ფონზე, “აირაიმ” გამოაქვეყნა მოქალაქეთა გამოკითხვის შედეგები, სადაც გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ ვაქცინას არ გაიკეთებს.

სტუმარი: ნინო მირზიკაშვილი - ჯანდაცვის სპეციალისტი