მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მშენებლობა განვადებით" - პრემიერის ინიციატივას ბიზნესი აფასებს

BM.GE
15.02.22 15:11
572
ზამბარის ეფექტით და თან მოულოდნელად გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის შედეგად 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 10.6%-ით ზრდის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ცდილობს ტემპი არ დააგდოს და ახალ-ახალი ინიციატივით გამოდის. „ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის ამაჩქარებლები“ - თქვა მთავრობის გუშინდელ სხდომაზე და კიდევ ერთი ახალი პროგრამა დაანონსა. „მშენებლობა განვადებით“ - ასე შეიძლება ვუწოდოთ მოკლედ ინიციატივას, რომელიც როგორ ირაკლი ღარიბაშილმა გვითხრა, თავდაცვის მინისტრობისას გატესტა და იმუშავა. სქემა ასეთია - სამშენებელო ბიზნესს მთავრობა მისცემს გარანტირებულ დაკვეთას სხვადასხვა საჯარო ინფრასტრუქტურის აშენებისთვის, თანხას კი გადაიხდის განვადებით 5-6 წლის განმავლობაში. მიზანი დიადია - წელსვე 500 მილიონიდან 1 მილიარდამდე ლარის ჩასხმა ეკონომიკაში, რაც ირაკლი ღარიბაშვილის გათვლებით - 1-დან 2%-მდე დამატებითი ეკონომიკური ზრდის მომტანი იქნება. როგორ აფასებს და რა მოლოდინი აქვს ბიზნესს? 

სტუმარი: ანა საბახტარიშვილი - ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის დირექტორი;