მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მსოფლიო თამბაქოს გარეშე" - რეფორმის 5 წელი

BM.GE
02.06.23 11:46
178
„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ – ამ დღის აღნიშვნაზე საქართველოს პარლამენტმა რეფორმის 5 წელი შეაჯამა და ასეთი დასკვნა დადო. 

თამბაქოს მოხმარების შემცირებაზე აქცენტი დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც დასვა ‘ანალიტიკა’–ში სტუმრობის დროს, დაახლოებით 2 კვირის წინ, როცა თამბაქოს მოხმარება არაგადამდებ დაავადებათა ერთ–ერთ საერთო რისკ–ფაქტორად დაასახელა. 

მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს. ამ კანონის მთავარი თანმდევი რისკი, რომელიც 2019 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა, მათ შორის, კონკრეტულ რიცხვებშიც – კონტრაბანდის მასშტაბების ზრდაა, რადგან თამბაქოს საწინააღმდეგო კანონმდებლობის გამო, ქვეყანაში სიგარეტისა და თამბაქოს ფასები მკვეთრად გაიზარდა. ამ ფაქტორის გაანალიზებას ჯანდაცვის სამინისტრო თავს არიდებს და ამბობს, რომ ეს მისი საქმე არ არის.

სტუმარი: ზვიად სხვიტარიძე - ექსპერტი ეკონომიკის და სამართლებრივ საკითხებში;