მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მუდმივად ყბადაღებულ სასამართლო რეფორმაზე არ უნდა ვსაუბრობდეთ" - ნიკოლოზ გამყრელიძე

BM.GE
11.10.21 15:21
487
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკური ზრდის განაპირობებელი ერთ-ერთი უმთვერესი ფაქტორია. ეს არ არის მხოლოდ უცხოეთიდან შემოსული ფული, უცხოური ინვესტიცია ახალ ცოდნასაც, ახალ ტექნოლოგიებსაც ნიშნავს, რაც საქართველოს დღეს ასე აკლია. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირების ტრენდს მსოფლიოში ვხედავთ. პანდემიამ ამ მიმართულებას სერიოზული დარტყმა მიაყენა. OECD-ის მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წელს მსოფლიოში 38%-ით შემცირდა და 845 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ათწლეულების ანტირეკორდია. პირდაპირი უცხოუერი ინვესტიციების შემცირების ტენდენცია თითქმის ყველა ქვეყანაზე აისახა. გადავხედოთ რეგიონის ქვეყნების მაჩვენებლებს: რუსეთში 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მკვეთრად შემცირდა. თუ 2019 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 32 მილიარდს მიაღწია, 2020 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის სამ-ნახევარჯერ მცირე იყო და მხოლოდ 9 მილიარდი დოლარი შეადგინა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში უკვე აღდგენის დინამიკა შეიმჩნევა. 2020 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა თურქეთშიც, თუმცა არა ისე მკვეთრად, როგორც რუსეთის შემთვევაში. 2020 წელს თურქეთში FDI 16.5%-ით შემცირდა. 2021 წელს აღდგენის დინამიკა აქაც შემიჩნევა, პირველ კვარტალში თურქეთში 2.1 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიცია განახორციელეს. 20%-ზე მეტი კლება დაფიქსირდა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში სომხეთში 2020-ში. გასულ წელს ინვესტიციების კუხთით თითქმის ნახევარი მილიარდი დააკლდათ. 2021 წელს კი მილიარდზე მეტი ინვესტიცია პირველ 6 თვეში უკვე განხორციელებულია. აზერბაიჯანის სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ, 2020 წელს მკვეთრი შემცირება გვაქვს. ხედავთ კვარტალურ მონაცემებსაც. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანას რეგიონის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი ვარდა აქვს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. 2020 წელს საქართველოში FDI 57.2%-ით შემცირდა, ამ კუთხით უარესი მაჩვენებელი მხოლოდ რუსეთს აქვს. მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში 366 მილიონი დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 11%-ით ნაკლებია 2020 წლის ანალოგიურ პერიოდზეც კი, ანუ მაშინ, როდესაც ქვეყანაში პანდემია ახალი დაწყებული იყო.

სამწუხარო ის არის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება საქართველოში პანდემიის დროს არ დაწყებულა. ჯერ კიდევ 2018-ში 35%-იანი კლება ვნახეთ, მთავრობისთვის სიგნალი არც 2019 წლის მაჩვენებლი ყოფილა, როცა პირდაპირი უცხოური ინვესტიცეიბი მხოლოდ 0.3%-ით გაიზარდა. ხელისუფლება თავს იმშვიდებს, სამაგიეროდ, ადგილობრივი ინვეტორები აქტიურდებიანო. გვაქვს თუ არა დამშვიდების საფუძველი?

სტუმარი: ნიკოლოზ გამყრელიძე - საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი; ხელმძღვანელი