03.აპრილი .2020 10:19

"ნენსკრა ჰესის" მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები

139
უკან

მესტიის მუნიციპალიტეტის ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში ამჟამად ნენსკრა ჰესის მშენებლობისთვის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს პროექტის განმახორციელებელი კომპანიის „ნენსკრა ჰიდროს“ სუბკონტრაქტორი, „ქართული სამშენებლო კონსორციუმი“ ახორციელებს. ჭუბერში სამუშაოები ერთდროულად ისეთ ობიექტებზე მიმდინარეობს, როგორებიცაა: ექვსი 100 ტ გამტაუნარიანობის მქონდე ხიდი; გზის გაფართოვება და ქვანაყარის მოწყობა; მილხიდისთვის ფუნდამენტის მომზადება; ექსკავაცია ე.წ. „ოპერატორების სოფლის“ საცხოვრებელი კორპუსების ფუნდამენტისთვის. ამჟამად სამუშოებზე 130-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული. საქმიანობა ბურნებრივია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს.