მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Purify" - დეზინფექცია ნანოტექნოლოგიის გამოყენებით - ნინო მელაძე ქალების ნარატივში

BM.GE
26.03.21 12:42
576

"Purify" - დეზინფექცია ნანოტექნოლოგიის გამოყენებით - „მედექსპროს“ დამფუძნებელი და დირექტორი ნინო მელაძე „ქალების ნარატივში“

 

-როგორია “purify”-ს მუშაობის პრინციპი?

-კომპანია ინოვატორია და ადგილობრივ ბაზარზე ახლა იწყებს დამკვიდრებას. მომხმარებლებს ვთავაზობთ უნიკალურ სადეზინფექციო საშუალებებთან ერთად, დასუფთავებას, დალაგებას, შუშების წმენდას და ამასთან დაკავშირებული პროდუქტების არჩევანს.  

 

-იდეა პანდემიის პერიოდში გაჩნდა?

-დიახ, ნანოტექნოლოგია სწრაფად მზარდი მეცნიერებაა... მისი საშუალებით იქმნება სითხე. ეს არის კატალიზატორის ფუნქციის მქონე სითხე. სინათლის ენერგია ააქტიურებს ამ სითხეში არსებულ ნივთიერებებს. ამას ჩვენი ფორმულა აქვს მორგებული და ზედაპირზე სითხის დატანისას ის ფარივით ეკვრება. ამიტომაც ჰქვია ჩვენს კომპანიას “Purify”. 

 

-საზოგადოების მხრიდან ინტერესი თუ ფიქსირდება?

-მოლოდინს გადააჭარბა, მიუხედავად იმისა, რომ ფასი სოლიდურია. ჩვენ ვიძლევით გარანტიას, გვაქვს ხარისხის მაკონტროლებელი პატარა დანადგარი, მოჰყვება ცალ-ცალკე შეფუთული ტესტები...აჩვენებს რა ზღვარზეა ესა თუ ის ზედაპირი.

 

-როგორც ვიცი, მოხმარების შემდეგ ზედაპირი 2 წლითაა დაცული...

-შეიძლება 5 წელიც იმოქმედოს, გააჩნია როგორ მოვიხმართ ამა თუ იმ ზედაპირს. აშკარად, 2 ფენა უნდა ჩატარდეს, რომ დამცავი ფენა წლების განმავლობაში იყოს. 

 

-როგორია ამ საკითხში საერთაშორისო პრაქტიკა?

-იქ ეს სიახლე არაა. მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ნანოტექნოლოგიებს უკვე პრიორიტეტად მიიჩნევენ. 

 

-გაქვთ პროდუქცია დამოუკიდებელი მოხმარებისთვისაც?

-ამისთვისაც ჩამოვიტანეთ, მალე იქნება დაფასოებული. შესაბამისი ორგანოებიდან ნებართვები და დასკვნებიც გვაქვს. წყალზე დაფუძნებული ბუნებრივი მინერალია. როცა დოზები გათვალისწინებულია, ამას ისედაც გამოიყენებენ.

 

-კიდევ რის განვითარებას ფიქრობთ ბიზნესმიმართულებით?

-თვითმწმენდი სითხეები შემოვიტანეთ მანქანის მინებისთვისაც.არ ვიტყვი იმას, რომ მტვერი არ დასვრის, მაგრამ მზის სხივებზე თვითონ დაიწყებს ისევ სითხე აქტიურად, ნაწილაკები თვითონ აქტიურდებიან.

 

-თქვენს შემთხვევაში, ბიზნეს იდეები საჭიროების მიხედვით ჩნდება თუ შემოქმედებითად?

-არის რაღაცები, რაც საჭიროების მიხედვით იგეგმება. აქაც ეს საჭიროება პანდემიამ გამოკვეთა. მანქანის მინის საწმენდზე შეიძლება ისეც მეფიქრა, მაგრამ “Purify”-ს სრულ სერვისს, ამ სახით, ვერ მოვიფიქრებდი. ეს სითხე უნდა გავიტანო ყველგან. სხვა საქმიანობებიდან მყავს პარტნიორები და მათ შევთავაზე. მოვიაზრებთ ექსპორტს, არა მარტო მეზობელ ქვეყნებში. აუცილებლად მოხვდება ამერიკაშიც. 

 

-კიდევ რა გამოწვევის დაძლევას მოიაზრებთ?

-უკეთესი რაღაცების კეთებაც შეიძლება, დიდი ხანია ბიზნესს ვემსახურები, მაგრამ უფრო საჭირო რაღაცების კეთებაც შეიძლება. ვარ დამსაქმებელი, მყავს თანამშრომლები, მაგრამ მინდა ისეთი საქმის კეთება, რაც სხვას სჭირდება.

 

-ბავშვობაში თუ ფიქრობდით ამ საქმიანობაზე?

-ჭადრაკს ვთამაშობდი და მიწევდა წინ თვლა, დაგეგმვა, გააზრება, ანალიზი. ეს ძალიან დამეხმარა ბიზნესში, თუმცა იქამდე არ მიფიქრია, ამ სფეროში თუ მოვხვდებოდი.  

 



სტუმარი: ნინო მელაძე - "მედექსპროს" დამფუძნებელი და დირექტორი