მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართული ოცნების" კრისტალიზაცია

BM.GE
21.11.21 15:42
579
პირადად მე, სრულიად არ მიკვირს ვითარება რომელიც შეიქმნა საქართელოში, რადგან ფორმალურად თუ არაფორმალურად, რეალობა თუ ფეიკ მოცემულობა გვკარნახობს, რომ მმართველი ძალა სრულად არის დაცლილი შესაძლო რაციონალური, ადექვატური ინტელექტუალებისგან. შესაძლოა, ქართული ოცნების 2020-2021 წლის , და წინა წლების შემადგენლობა საკუთარ თავს მიიჩნევდეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მემკვიდრეებად, ან სულაც, თავს იმშვიდებდნენ პროცესის შიდა კრისტალიზაციით, რაც მარტივ ენაზე ნიშნავს პოლიტიკური გუნდის მეტად შეკვრას საერთო იდეის ირგვლივ, სამეცნიერო ენაზე კი კრისტალიზაციის განმარტება უფრო მარტივია: კრისტალიზაცია — ეს არის პროცესი ნივთიერების ფაზური გადასვლისა თხევადი მდგომარეობიდან მყარ მდგომარეობაში, კრისტალების წარმოქმნით. ანუ, თუ დავეყრდნობით პარტია ქარტული ოცნების ერთერთ ლიდერს რომელიც თავს იწონებდა პარტიის მორიგი დაცლის შემდეგ პროცესის კრისტალიზიაციით, გამოდის, რომ აქამდე ქართული ოცნება თხევად მდგომარეობაში იმყოფებოდა, რამდენიმე გზის, და ასევე, რამდენიმე გზის წვალების შემდეგ, ის როგორც იქნა, მყარ მდგომაროებაში გარდაიქმენა, ცხადია შესაბამისი კრისტალების წარმოქმნით.

კრისტალური რეალობა კი არის გაცილებით მარტივი. ქართულ ოცნებაში აღარც არის დარჩენილი რაიმე მნიშვნელოვანი ინტელექტუალური აქტივი, რომელიც მათ მიმართ ინტერესს შექმნის. ის ასეთისგან სრულად დაცლილია. ამ ძალის მიმართ არის დარჩენილი მხოლოდ ორი სახის ინტერესი ერთი არის მათი სახელისუფლებო სტატუსი, რაც ბუნებრივად საჭიროებს მათთან კომუნიკაციას გადასახადის გადამხდელთა მხრიდან და პირადი, დიახ პირადი ინტერესი, რომელიც არანაკლებ იმართება ფინანსური ბერკეტებით დახმარებით. დიახ, მხოლოდ ეს ორია. ეს ორი ინტერესი.

მმართველმა ძალამ, რომელმაც საკუთარი პარტიის თავმჯდომარეს პირით საქართველოს სამედიცინო საზოგადოებას, მათ გამორჩეულ წევრებს ყალბი ანუ ფეიკ დასკვნის მომზადებაში ბრალი დასდო, ვერ პოულობს ამ ქვეყანაში, არათუ თავის რიგებში, ვერცერთ ექიმს ვინ საპირისპიროს იტყოდა, ან დაამტკიცებდა. მაგრამ აგრძელებს ყველას დადანაშაულებას ნაცობით და ფეიკობით. მესმის, რომ გონი ბევრს არ მოეკითხება,მაგრამ ის ვინც ეს მართლა ფეიკ პოლიტიკური მემკვიდრეები შემოგვთავაზა ქვეყნის დე ფაქტო მმართველებათ, შემთხვევით, ხომ არ დაფიქრდებოდა ორიოდ წუთით ორ თემაზე: ნებისმიერი ფატალური შეცდომა რაც პოლიტიკურ პარტიად წოდებულ, რეალურად კი ყველა ეტაპზე ადამიანების სახელისუფლებო ერთობად წარმოდგენილ გაერთიანებას სახელად ქართული ოცნება დაუშვია - ხომ არ უკავშირდება ეს შეცდომები უმეტესწილად ერთი პიროვნების გადაწყვეტილებებს?ზოგჯერ დაგვიანებულს, ზოგჯერ ნაჩქარევს და უფრო ხშირად, უძრაობაში გადასულს. პიროვნება რომელიც თავის პოლიტიკურ მემკვიდრედ გამოაცხადა ამ ქვეყნის უმდიდრესმა ადამიანმა და ერთ დროს ადამიანთა ამ გაერთიანების ხელმძღვანელმა და დამფუძნებელმა მშობელმა, რომელსაც ამ ეკლექტიკურად გაუგებარი გაერთიანების მაგივრად, შეეძლო შემოეკრიბა ბარსელონას ან პარსი სან ჟერმენის დონის პროფესიონალი მმართველების გუნდი? და მეორე და ალბათ მთავარი: ადამიანთა გაერთიანებას, რომელსაც პრეტენზია აქვს და მეტი არაფერი ქვეყნის მართვაზე, რომელსაც არ შეუძლია ერთი პაციენტის, თუნდაც ეს პაციენტი მიხეილ სააკაშვილი იყოს, არ შეუძლია უზრუნველყოს მისი უსაფრთხოების დაცვა შესაბამისი თანმდევი მკურნალობით,
როგორ შეძლებს მოაგვაროს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, კოვიდ ვითარების მართვა, ან ინფლაციასთან გამკლავება, ინვესტიციების მოზიდვა, ბიზნეს პროცესების წახალისება და რეგიონალური პროექტების მართვა? ფიქრობთ რომ ეს შესაძლებელია?