დადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.58%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - ეს მაჩვენებელი 7.58%-ს, ხოლო ბოლო ერთი კვირის მანძილზე - 8.75%-ს უტოლდება.
ამის პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ს ჩამოსცდა მაშინ, როცა შარშან ამავე პერიოდში იგივე მაჩვენებელი 70%-იან ნიშნულზე იყო.
ამას ემატება ვაქცინაციის პროცესის შენელებაც. მცირდება პირველი დოზით აცრების რაოდენობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მეტი სტრატეგიული კომუნიკაციაა საჭირო მათთან, ვინც აცრისგან ამ დრომდე თავს იკავებს.
მეტი და უფრო დეტალური სტრატეგიული კომუნიკაცია სჭირდება ბუსტერ-დოზების ადმინისტრირების ნაწილსაც, რადგან ამ ნაწილშიც დღეს ბევრი კითხვის ნიშანია.
დღეისთვის სულ ჩატარებულია 1 895 771 აცრა. NCDC-ის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 35.4%, ხოლო სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 31.1%.
ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, წლის ბოლომდე მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა იყოს სრულად აცრილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად იმაზე ბევრად მეტი ადამიანი უნდა აიცრას, ვიდრე დღეს იცრება. ბოლოს 1 დღეში 6 110 ადამიანი აიცრა - ეს მაშინ, როცა დღიური აცრების რაოდენობა ერთი პერიოდი ხუთნიშნა ველშიც იყო გადასული.
სწავლის რეალურ სივრცეში დაწყებიდან 1 კვირის თავზე თბილისში მოქმედი 186 ბაღიდან 55 უკვე დახურული იყო. ქვეყნის მასშტაბით ჯერ რაც ვიცით, დახურულია 7 სკოლა და 90 კლასი. აცრების ტემპების გათვალისწინებით, უკვე გვიჩნდება განცდა, რომ სასკოლო სივრცეში სწავლება დიდხანს ამ წელსაც არ გაგრძელდება ან თუ გაგრძელდება, საბოლოოდ, ეკონომიკა მაინც უფრო მასშტაბურ და მძიმე შეზღუდვებს მიიღებს.
ყველაზე მძიმე სტატისტიკა გარდაცვლილი ადამიანების სტატისტიკაა - ის, რაც გვაჩვენებს ამ პანდემიის რეალურ სასტიკ სახეს და წესით, უნდა გვარწმუნებდეს, რომ ავიცრათ - რადგან ერთჯერადად აცრილ ადამიანებში გარდაცვალების მხოლოდ 3 შემთხვევა გვხდება, სრულად აცრილებში კი - არცერთი.
„ისევ ის ნოემბერი შეიძლება მოვიდეს, რაც შარშან იყო – საშინელი, მძიმე ვითარება. კაცობრიობა გადასარჩენად იბრძვის და ამ დროს არიან ადამიანები, რომელთა პოზიციაც არ მესმის. არც მჯერა, რომ ვინმეს სჯერა, რომ ვაქცინა „სატანისტურია“ - ეს სიტყვები ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალურ დირექტორს დავით გადელიას ეკუთვნის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა სიახლე
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი