მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რუხი დედოფალი" - რა სჭირდება ბიზნესს განვითარებისთვის?

BM.GE
19.01.22 10:27
632
თაფლის მწარმოებელმა კომპანიამ “რუხი დედოფალი” ექსპორტზე საუდის არაბეთსა და დუბაიში რამდენიმე ასეული კილოგრამი თაფლი გაიტანა. პროდუქტი რუხი დედოფლის სახელით ადგილობრივ ბაზარზე მასობრვად გავრცელებული არ არის, თუმცა შექმნიდან ერთ წელში ქსპორტის უზრუნველყოფა შეძლეს. წარმოების წლიური მოცულობა 8 ტონამდეა. 

ცოტა ხნის წინ პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტმა კრიზისულ და პოსტკრიზისულ პერიოდში მცირე და საშუალო საწარმოების წინაშე არსებული პრობლემების შესახებ თემატური მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მოკვლევის ფარგლებში კომიტეტს მოსაზრებები და წინადადებები 22-მა დაინტერესებულმა მხარემ წარუდგინა, მათ შორის სამთავრობო უწყებებმა და კერძო სექტორმა. მოკვლევის დოკუმენტის მიხედვით, პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი დაზარალდა, რომელიც საქართველოში არსებულ საწარმოთა 99,7% წარმოადგენს.

დოკუმენტის ავტორები ამბობენ, რომ საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის გაზრდისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესის დიჯიტალიზაცია, ხოლო ევროკავშირის ბაზარზე წვდომისთვის შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ტექნოლოგიების გადაცემის მიმართულებით პროგრამების გააქტიურება. 

სტუმარი: თამარ კვარაცხელია - "რუხი დედოფალი", დამფუძნებელი;