მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით გორში სტუდენტებისთვის Tech პროფესიებზე შეხვედრა გაიმართა

BM.GE
09.12.21 09:32
380
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში სტუდენტებისთვის Tech პროფესიებზე შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარ მიზანს ტექნოლოგიური პროფესიების უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენა და ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ და მათ საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო კითხვებზე პასუხები, რომლებიც კარიერული განვითარების კუთხით დაეხმარება მათ. ღონისძიების დასასრულს კი, ინტერაქციული ქვიზიც ჩატარდა. როგორ ჩაიარა ღინისძიებამ და რამდენად ინფორმატიული ხასიათის იყო ის?