მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფო ვალი მშპ-ს 60%-ზე დაბლა წელს ჩამოვა" - ფინანსთა მინისტრი პარლამენტში

BM.GE
11.06.21 18:38
661
დღეს საქართველოს პარლამენტში ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს მინისტრის საათის ფორმატში უსმენდნენ. მინისტრის მოხსენების მთავარი აქცენტი იყო, რა გავლენა იქონია გლობალურმა პანდემიამ ქვეყნის ბიუჯეტზე. ერთ-ერთი მთავარი რაც ყურს მოხვდა, მინისტრის მიერ დადებული პირობაა, რომ სახელმწიფო ვალი კანონით გათვალისწინებულ ზღვარს წელსვე დაუბრუნდება. საინტერესოა, მხოლოდ ლარის გამყარებამ შეიძლება შეიტანოს ამაში წვლილი, რადგან ამ ვალის დიდი წილი სწორედ დოლარში და ევროშია, თუ მთავრობაც გეგმავს ხარჯების კონსოლიდაციას.