მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შატო მუხრანი” 2021 წლის "საუკეთესო ვენახების საერთაშორისო სიაშია

BM.GE
06.12.21 12:55
642
ქართული ღვინო „მსოფლიოს საუკეთესო ვენახების“ ყოველწლიურ სიაშია. „შატო მუხრანი“ ერთადერთია რომელიც ამ სიაში საქართველოდან მოხვდა და მსოფლიოს ისეთი ცნობილი და აღიარებული ღვინის რეგიონების მეღვინეობები მოიტოვა უკან, როგორებიცაა ნაპას ველი, შამპანი, ბორდო და პიემონტი. საქმიანი მაყურებლებისათვის უფრო მეტი გვაქვს მოსაყოლი შატოს წარმატებაზე, რომელიც მე-19 საუკუნის სასახლით, რესტორნით, ბაღებით და მდიდრული ვენახებით გამოირჩევა და რომელმაც საკონკურსო სიის 600 წევრიანი ჟიურის უმრავლესობა მოხიბლა.

სტუმრები: პატრიკ ჰონეფი - გენერალური დირექტორი & მთავარი მეღვინე;
თეონა ტაბატაძე - ბრენდ მენეჯერი;