12.ივლისი .2020 13:45

"სილქნეტი" - წლიური ანგარიში

262
უკან

სილქნეტმა კი თავისი პირველი წლიური ანგარიში გამოსცა და ამით იგი საქართველოში მოქმედ იმ მცირე კომპანიათა რიცხვს შეუერთდა, რომლებიც საერთაშორისო ინვესტორებისთვის უშვებენ annual report-ებს. ეს მიუთითებს ამ და ნებისმიერი კომპანიიის ანგარიშვალდებულების და გამჭირვალობის მაღალ ხარისხზე, რაც ინვესტორს და მოხმარებელს ახალისებს მეტად იყოს საქმის კურსში მისი რჩეული კომპანიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ამ წლიური ანგარიშგებიდან ვიგებთ, რომ 2019 წელი სილქნეტისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: კომპანიის EBITDA 7.8%-ით გაიზარდა მიუხედავად ისეთი არასახარბიელო ფაქტორებისა, როგორიცაა გაზრდილი კონკურენცია, ზარის დასრულების ტარიფის შემცირების ნეგატიური ეფექტი და ლარის გაუფასურება. მნიშვნლეოვანი იყო 200 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები გამოშვება, და ფაქტი, რომ სილქნეტის აქციები ივაჭრება როგორც ირლანდიის, ასევე ადგილობრივ, ქართულ ბირჟაზე. სილქნეტის და გიორგი რამიშვილის უშუალო ჩართულობით მოხერხდა ევროპის კონტინენტზე ერთრთი ყველაზე პოპულარული სატელევიზიო არხის, ევრონიუსის შემოყავნა საქართველოში, რომელმაც შეასრულა პირობა და მაუწყებლობა მიმდინარე წლის მაისში დაიწყო. წარმატებები ევრონიუსის გუნდს. არხმა მაუწყებლობა 2020 წლის მაისში დაიწყო. კომპანია დაჭრილ მებრძოლთა ფონდის ფარგლებში აგრძელებს ზრუნვას პარტნიორებთან ერთად მებრძოლების მხარდაწერას და რაღა თქმა უნდა წინანდლის მუსიკალური ფესტივალი, რომელმაც დამსახურებულად მიიღო ადგილი მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული კლასიკური მუსიკის მოვლენათა რუკაზე. წინანდლის რედისონ კოლექშენში მომხდარ ხანძარზეც გეტყვით ბარემ, რომ სრულად და ყველაფერი წესრიგშია მცირედი დაზიანების შემდეგ, იმ ფონზე რომ საუცხოოდ იმუშაოვა სახანძრო სისტემამ და რედისონ ქოლეშენის გუნდმა,რომლებმაც მოახერხეს ადგილზევე ყველა პრობლემის ლოკალიზება, რაც ერთხმად აღინიშნა რედისონ კოლექშენში განთავსებული სტუმრების მხრიდან. სხვათაშორის, შეგძლიათ ეწვიოთ, გუშინწინდელიდან რედისონ კელექშენი ჩვეული რეჟიმით მუშაობს და არც სტუმრებს მოსაკლისებს.

ეს შესავლისთვის, და მთავარი თემა რის გამოც სიუჟეტის ეს შესავალი დამჭირდა უკავშირდება სილქნეტის მთავარს როგორც ტექნოლოგიური და ინოვაციური კომპანიის დანიშნულებას. და ის, რომ სწრაფი კომუნიკაცია ადამიანებისთვის ყოველდღიურობის ნაწილია, დღეს კიდევ უფრო მეტად გამოჩნდა. კოვიდ 19-ის გავრცელებით, ჩვენ თითქმის სრულად გავხდით დამოკიდებულები ინტერნეტ კავშირზე. ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებლები ამ პწრიოდში კი წარმოუდგენლად გაზრდილია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც. ამიტომ, მობილური ქსელის დატვირთვა დღეს 7-ჯერ არის გაზრდილი. ნინი ლონგურაშვილი არკვევდა, რამდენად მზად დახვდა ამ რეალობას სილქნეტი. რა შეცვალა კომპანიამ და რა მინართულებით მოახდინა მოდერნიზაცია საქართველოს მასშტაბით. იქამდე კი გეტყვით, რომ დღეს თბილისში 4.9 სწრაფი გიგაბიტ LTE ტექნოლოგიაა გაშვებული. რეგიონებში კი სწრაფი 4.5 G მობილური ინტერნეტი.