13.ივლისი .2020 12:41

"სილქნეტი"-ს სწრაფი ინტერნეტი

146
უკან

სილქნეტმა თავისი პირველი წლიური ანგარიში გამოსცა და ამით იგი საქართველოში მოქმედ იმ მცირე კომპანიათა რიცხვს შეუერთდა, რომლებიც საერთაშორისო ინვესტორებისთვის უშვებენ annual report-ებს. ანგარიშგებიდან ვიგებთ, რომ 2019 წელი სილქნეტისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა: კომპანიის EBITDA 7.8%-ით გაიზარდა მიუხედავად ისეთი არასახარბიელო ფაქტორებისა, როგორიცაა გაზრდილი კონკურენცია, ზარის დასრულების ტარიფის შემცირების ნეგატიური ეფექტი და ლარის გაუფასურება. მნიშვნლეოვანი იყო 200 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები გამოშვება, და ფაქტი, რომ სილქნეტის აქციები ივაჭრება როგორც ირლანდიის, ასევე ადგილობრივ, ქართულ ბირჟაზე.

ეს მხოლოდ დასაწყისია, თორემ თავის მხრივ, კომპანიაზე ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ამბები ყოველთვის გვაქვს საქმიანი მაყურებლისთვის გასაზიარებელი. კოვიდ 19-ის გავრცელებით, ჩვენ თითქმის სრულად გავხდით დამოკიდებულები ინტერნეტ კავშირზე. ინტერნეტის მოხმარების მაჩვენებლები ამ პერიოდში კი წარმოუდგენლად გაზრდილია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, შესაბამისად მობილური ქსელის დატვირთვა დღეს 7-ჯერ გაზრდილ მაჩვენებლებს დებს. ნინი ლონგურაშვილი არკვევდა, რამდენად მზად დახვდა ამ რეალობას სილქნეტი. რა შეცვალა კომპანიამ და რა მინართულებით მოახდინა მოდერნიზაცია საქართველოს მასშტაბით. იქამდე კი გეტყვით, რომ დღეს თბილისში 4.9 სწრაფი გიგაბიტ LTE ტექნოლოგიაა გაშვებული. რეგიონებში კი სწრაფი 4.5 G მობილური ინტერნეტი.